დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვიქტორ დოლიძე - მომხრე ვარ, მოსმენებზე მაქსიმალურად გამკაცრდეს კონტროლი და ცალკე სამსახური გაკეთდეს
ავტორი:
2014/სექტემბერი/26 12:30:02
ფარული მოსმენების ე. წ. გასაღების თემაზე პარლამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს ლევან იზორიას იმ მოსაზრების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ფარულ მოსმენებზე წვდომა უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საკონტროლო მექანიზმი უნდა ჰქონდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლი საკმარისი არ არის და პირადად იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ცალკე მდგომი სამსახურის ჩამოყალიბებას.
"მე ვფიქრობ, კარგია, რომ პერსონალურ მონაცემთა ბაზის ინსპექტორი ჩართული იქნება ამ პროცესში და ამის კონტროლი არის აუცილებელი. ჩვენ საერთო პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ეს მოსმენები ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს მინიმალიზირებული, ყოველ შემთხვევაში რისკი ყოველთვის არსებობს და უნდა დავამთავროთ ამაზე საუბარი. რაც ეპოქალური ცვლილება იქნება არა მხოლოდ წინა ხელისუფლებიდან მომავლისკენ, არამედ საერთოდ კომუნისტური პერიოდიდან გადავდივართ ევროპისკენ და ჩვენ თუ ამას ვაკეთებთ, მაშინ უნდა გავაკეთოთ და დავსვათ წერტილი. აქედან გამომდინარე, მარტო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბაზა არ არის საკმარისი როგორც ჩანს და რაღაც სხვა გზებიც უნდა ვეძიოთ. მე რამდენადაც ვიცი, პარლამენტი ამაზე მუშაობს, არის გარკვეული განსხვავებები პარლამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ამ თემასთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან კარგი და ჯანსაღი პროცესი, ჯერ აქამდე მსგავსი არ მახსოვს, მეც მომხრე ვარ, გამკაცრდეს მაქსიმალურად კონტროლი და გაკეთდეს გნებავთ ცალკე ერთგვარი სამსახური, არ ვიცი, რა სახის იქნება ეს, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ საქმეს, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია