დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გერმანელი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი - ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნის დაყენებით გაოცებული დავრჩი
ავტორი:
2018/თებერვალი/14 11:30:02
../photo/2015_02/00-DECEMB-2013/rebeccaharms6.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478143-germaneli-evroparlamentari-rebeka-harmsi-chrdiloeth-rein-vestfaliis-mthavrobis-mier-saqarthvelosthvis-uvizo-rezhimis-gauqmebis-mothkhovnis-dayenebith-gaocebuli-davrchi.html", "headline": "გერმანელი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი - ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის უ...", "datePublished": "2018-02-14 07:35:18", "dateModified": "2018-02-14 07:35:18", "description": "გერმანელი ევროპარლამენტარის, რებეკა ჰარმსის განცხადებით, გაოცებული დარჩა გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-DECEMB-2013/rebeccaharms6.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გერმანელი ევროპარლამენტარის, რებეკა ჰარმსის განცხადებით, გაოცებული დარჩა გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნის დაყენებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად რებეკა ჰარმსმა განუცხადა.

„სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვიყავი ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობის ჩარევით ამ საკითხში. მე უკვე ვესაუბრე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხზე. ჩვენ გამოვიკვლევთ ამ საკითხს. რამდენადაც ვიცი, საუბარია რამდენიმე ასეულ შემთხვევაზე. ვფიქრობ, ჩვენ გამოვძებნით გადაწყვეტილებას. სამასამდე შემთხვევა, რომლის უკან შესაძლოა კრიმინალური საქმიანობა იყოს, შეიძლება გადაწყდეს. ჩვენ არ უნდა ჩავაყენოთ საფრთხის ქვეშ უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მდგრადობა. თუ პრობლემა არსებობს და ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მიწის მინისტრი ამბობს, რომ პრობლემა არის, ჩვენ ეს პრობლემა უნდა გამოვიკვლიოთ და გამოვძებნოთ მისი გადაჭრის გზები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ხარჯზე, ვისაც სურს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობა“, - განაცხადა რებეკა ჰარმსმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. რეგიონის მთავრობა აღნიშნულის მიზეზად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს და მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია უკვე წამოიწყო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 566
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია