დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სახალხო დამცველი კახა კალაძისგან განმარტებებს ითხოვს
ავტორი:
2014/თებერვალი/06 11:30:02
სახალხო დამცველი ენერგეტიკის მინისტრისგან მისი მისამართით გაკეთებულ "შეურაცხმყოფელ განცხადებაზე" განმარტებას ითხოვს, - ამის შესახებ ომბუდსმენის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"3 თებერვალს სახალხო დამცველმა "ხუდონჰესის" მშენებლობის თემაზე ხაიშისა და სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილებმა წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები "ხუდონჰესის" მშენებლობის შემთხვევაში არსებული რისკების შესახებ და ამ პროცესში ხაიშისა და ზემო სვანეთის მოსახლოების უფლებების დაცვა და კანონიერი ინტერესების გათვალისწინება ითხოვეს.
სახალხო დამცველი პროცესის კონსტრუქციულ ფარგლებში წარმართვის მიზნით, მხარეთა შორის დიალოგის დაწყებას საუკეთესო გამოსავალად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, უჩა ნანუაშვილი სვანეთისა და სოფელ ხაიშის წარმომადგენლებს ინვესტორთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებას დაჰპირდა.
სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინვესტორი კომპანიისა და ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და შეხვედრის შესახებ აცნობა, რაზეც უარი მიიღო. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველისთვის გაუგებარია, რას უწოდებს სიცრუეს ენერგეტიკის მინისტრი. სახალხო დამცველი მოითხოვს, ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთოს განმარტება იმ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, რომელიც მან სახალხო დამცველის მისამართით გააკეთა", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის ოფისმა 4 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, კახა კალაძემ და ინვესტორმა კომპანიამ ხაიშელებთან დიალოგზე უარი განაცხადეს. ამ განცხადებას კახა კალაძემ სიცრუე უწოდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1081
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია