დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი პროკურატურის მიერ ე.წ. ტრაქტორების საქმეზე სასამართლოდან სარჩელის გატანას გამოეხმაურა
ავტორი:
2014/თებერვალი/04 14:00:03
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაციის "მოქალაქე" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პროკურატურის მიერ ე.წ. ტრაქტორების საქმეზე სასამართლოდან სარჩელის გატანას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს თემა იყო კარგი მაგალითი, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას ნებისმიერ დარღვევაზე, როდესაც მინისტრზეა ეჭვი.
"კირვალიძე მოიქცა ძალიან კულტურულად მაშინ. მე ძალიან ბევრი ვინერვიულე, მათ რიცხვში კირვალიძემაც და თუ ეს ასე დასრულდა, ჩემთვის ეს მისასალმებელია და საუკეთესო შედეგი ჩემთვის ასეთი შედეგი იქნებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მისთვის სასურველი იყო, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამომდგარიყო მართალი.
ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ სანამ პრემიერი იყო, მაშინვე გამოიკვეთა, რომ იმ საქმეში კორუფცია არ მტკიცდებოდა, მაგრამ შეცდომები იყო. "ეს თვითონ კირვალიძემ აღიარა ჩემთან, როდესაც აღარ იყო მინისტრი. რეაქცია კი მაშინ იყო ძალიან ჯანსაღი. ეს არის, ეს გვინდა ჩვენ და ამ მაგალითს მე მუდამ ვიყენებდი ევროპელებთან. ყველაზე ფავორიტი მინისტრი იყო ჩემთვის კირვალიძე, მაგრამ არავინ არ დავინდეთ. ხვედელიძე ლამის შტაბის უფროსი იყო და ნახეთ რაც მოხდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, არ უნდა იყოს საზოგადოებაში განცდა და ეჭვი, რომ "შეიძლება მინისტრმა ხელი მოითბოს საერთო ქონებით".




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1183
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია