დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაში" ადამიანის უფლებებსა და საარჩევნო სისტემებზე მომუშავე არასამთავრობოების შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2014/ივლისი/28 21:00:02
"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაში" ადამიანის უფლებებსა და საარჩევნო სისტემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს მსჯავრდებულთათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებასთან დაკავშრებული პრობლემატიკა და საკითხის დარეგულირების ალტერნატიული გზები. მონაწილეები გაეცნენ "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" მიერ შემუშავებულ კვლევით დოკუმენტს და დააფიქსირეს მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
"საკითხის განხილვისას გამოიკვეთა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დადებითი დამოკიდებულება საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომის მოდელთან მიმართებით, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებულია ასოციაციის მომზადებულ დოკუმენტში და გულისხმობს არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას მოსამართლის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიადუალური გარემოებების გათვალისწინებით", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ასევე, ქმედუუნარო პირებისთვის საარჩევნო უფლების დიფერენცირების გარეშე შეზღუდვის პრობლემურობასა და არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვაზე რეფერენდუმთან მიმართებაში. "აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" განაგრძობს საკითხის დამუშავებას და მომავალში გეგმავს გამართოს შეხვედრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სასამართლო სისტემისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებთან", - აცხადებენ ორგანიზაციაში.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1206
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია