დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სასჯელაღსრულების სამინისტრო შაშკინის განცხადებას ეხმიანება 
ავტორი:
2013/დეკემბერი/26 21:00:09
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელდა ინტერვიუ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ყოფილ მინისტრ დიმიტრი შაშკინთან, სადაც ის აცხადებს, რომ მისი მუშაობის პერიოდში სახალხო დამცველის ანგარიშებში ციხეში პატიმრების წამების შესახებ არაფერი წერია. ამის საპასუხოდ გვსურს მოვიყვანოთ დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში (6.02.2009 – 7.12.2009) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში გამოვლენილი ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც სახალხო დამცველის 2009 წლის ანგარიშში აისახა. ინციდენტი, 2009 წლის 6 ივლისს მოხდა. ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვანმა პატიმრებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ადგილი ჰქონდა წამების ფაქტს. უფრო კონკრეტულად, კორპუსის შესასვლელთან ერთი არასრულწლოვანი პატიმარი ლ. ლ. მეორეს გაეხუმრა, რაზეც დაწესებულების თანამშრომელმა მას ცემა დაუწყო. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს დანარჩენი არასრულწლოვნების პროტესტი მოჰყვა. დირექტორთან შეხვედრის შემდეგ არასრულწლოვნები დაწყნარდნენ, თუმცა, დაახლოებით ღამის ორ საათზე, საკნებში ნიღბიანი სპეცრაზმელები შევიდნენ და პატიმრებს გარეთ გამოსვლა მოსთხოვეს. სამი საკნიდან არასრულწლოვნები დერეფანში გაიყვანეს, მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა: სცემდნენ გაშლილი ხელით, სველი პირსახიოცით, ბოქლომით, არ აძლევდნენ განძრევის უფლებას. სპეცრაზმელები განსაკუთრებით # 102 საკნის პატიმრებს გაუწორდნენ. პატიმრების ინფორმაციით, მათ კედელზე ხელებდაწყობილმა 5 საათი გაატარეს, განძრევის შემთხვევაში მათ თავზე „დაშარდვით“ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. შემდეგ არასრულწლოვნები ორჯერ გაატარეს ე.წ. „კორიდორში,“ სადაც მას სპეცრაზმელები და საპყრობილის თანამშრომლები ერთობლივად სცემდნენ.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია