დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში ვიზიტი შეაჯამა
ავტორი:
2014/თებერვალი/02 15:30:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერი უწოდა.
პრემიერის თქმით, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი. ღარიბაშვილის შეფასებით, საინტერესო იყო შეხვედრა გერმანიის საგარეო მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში საქართველოს ახალი ხელისუფლების მიდგომით დაინტერესდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა ამ მიმართულებით გერმანიის როლს და ზოგადად ევროკავშირის ჩართულობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიიდან ბელგიას ეწვევა. ბრიუსელში დაგეგმილია შეხვედრები ნატო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია