დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლატვიელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/23 18:00:03
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლატვიის დედაქალაქ რიგაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 21 ნოემბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სუპერმარკეტ "მაქსიმას" სახურავის ჩამონგრევას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მთელ ლატვიელ ხალხს. რიგაში მომხარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მაია ფანჯიკიძემ თავის კოლეგას ედგარ რინკევიჩს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
"შეძრწუნებული ვარ რიგაში მომხდარი უბედური შემთხვევით, რომელმაც ათეულობით ადამიანის დაღუპვა და დასახიჩრება გამოიწვია. ამ უდიდესი ტრაგედიის ჟამს, გისურვებთ მხნეობასა და სიმტკიცეს, და იმედს გამოვთქვამ, რომ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ადამიანები სრულ გამოჯანმრთელებას მიაღწევენ" , - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამძიმრის წერილში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია