დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ევროპული გზისადმი ერთგულება დავამტკიცეთ
ავტორი:
2014/ივნისი/22 15:30:02
27 ივნისს ჩვენ ხელს ვაწერთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ამ ნაბიჯით გადავდივართ ურთიერთობების თვისობრივად სრულიად ახალ ეტაპზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის, მოლდოვის, ჩეხეთისა და სერბეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირთან და მისი წევრი ქვეყნების აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან გაღრმავებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხუთი წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობამ გახსნა ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.
"ჩვენ, ჩვენი მხრივ, დავამტკიცეთ ევროპული გზისადმი ერთგულება იმით, რომ წარმატებით განვახორციელეთ დემოკრატიული რეფორმები და მოვახდინეთ ჩვენი საზოგადოებების ევროპული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზება. ჩვენ განუხრელად მივყვებით ევროინტეგრაციის კურსს, რომელიც ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ემყარება საქართველოს მოსახლეობის 85%-სა და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას", - აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა მეგობარ ქვეყანას საქართველოს წარმატებების გაზიარებისთვის.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1078
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია