დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვანო მერაბიშვილის ციხიდან გატაცების გამოძიების დაწყების მოთხოვნით აქცია გაიმართება
ავტორი:
2014/იანვარი/29 09:00:02
მთავარ პროკურატურასთან ვანო მერაბიშვილის ციხიდან გატაცებისა და მასზე ზეწოლის მცდელობის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, დღეს  აქცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივიდან" აცნობეს, აქცია გაიმართება სახელწოდებით _ "იძებნება სამართალი". ორგანიზაცია ვანო მერაბიშვილის ციხიდან გატაცებაში ყოფილ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილმა ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა და პროკურატურა ვალდებული იყო დაეწყო ამ ფაქტზე გამოძიება, ეს დღემდე არ მომხდარა. ახლა, როდესაც შეიცვალა მთავარი პროკურორი, იმედს ვიტოვებთ, რომ შეიცვალა მთავარი პროკურატურის მიდგომა და პოლიტიკა ამ საკითხისადმი", _ აცხადებენ კოალიციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია