დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/02 18:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/jashi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455430-mariam-jashma-genadi-margvelashvilma-da-levan-gogichiashvilma-gamarjvebuli-mostsavleebi-daajildoes.html", "headline": "მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს", "datePublished": "2017-10-02 13:50:30", "dateModified": "2017-10-02 13:50:30", "description": "განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების და ინფორმატიკის ტურნირის გამა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/jashi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების და ინფორმატიკის ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მოსწავლეებს ჯილდოები პარლამენტის წევრებმა მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გადასცეს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში საშუალოდ, 100 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, წლევანდელი ოლიმპიადის შედეგად გამოვლინდა 124 გამარჯვებული მოსწავლე, მოპოვებული ადგილების შესაბამისად, მოსწავლეები დაჯილდოვდნენ - 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით.

დეპუტატებმა, ასევე, მადლობის სიგელები გადასცეს რეიტინგული სიების მიხედვით გამოვლენილ 36 წარმატებულ სკოლას.
”წარმატებული მოსწავლეები, რომლებმაც წამყვანი ადგილები მოიპოვეს ეროვნულ ოლიმპიადებში, მომავალში საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის კანდიდატები ხდებიან. ოლიმპიადების დანერგვა და ამ სისტემის დახვეწა არის ძალიან მნიშვნელოვანი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა წახალისების კუთხით. წელს ჩვენ გვქონდა არაჩვეულებრივი შედეგები - 14 საერთაშორისო ოლიმპიადის მედალი მოიპოვეს ქართველმა მოსწავლეებმა და გვინდა, რომ ეს რიცხვი ყოველწლიურად კიდევ მეტად გაიზარდოს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადები არის ის პირველი პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს საერთაშორისო ასპარეზისთვის ამზადებს.
”ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მოსწავლეთა წახალისების კუთხით, არამედ თვითონ პედაგოგთა აღიარების და სკოლებს შორის ჯანსაღი კონკურენციის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 863
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია