დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შინაგან საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ IPRM შეხვედრები უახლოეს მომავალში აღდგება
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 19:30:03
შინაგან საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრების ფორმატი უახლოეს მომავალში აღდგება. როგორც სამინისტროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყება ამ ფორმატის აღდგენით დაინტერესებულია.
"აღნიშნული ფორმატის შეხვედრები გალის რაიონში 2012 წლის აპრილში, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ანჯეი ტიშკევიჩის ე.წ პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილების შემდეგ ჩაიშალა. ფორმატის აღდგენასთან დაკავშირებით შსს აქტიურად თანამშრომლობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან და იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალი ხელმძღვანელის, ტოივო კლაარის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლების დახმარებით უმალვე მოხდება გალის რაიონში აღნიშნული შეხვედრის ორგანიზება. შსს ოკუპირებულ აფაზეთსა და გალის რაიონში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალებისა თუ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მიერ წარმოებულ უკანონო ქმედებების ფაქტებს", - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ რუსეთის ქმედებებზე ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიან ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ყველა იმ პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ვინც დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებითა და არსებული პრობლემების მოგვარებით.
18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გალის ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენის თხოვნით დღეს მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, დღეიდან გალის რაიონში ე.წ. აფხაზური პასპორტების ამოღების პროცესი იწყება, რაც კიდევ უფრო გაართულებს იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების ცხოვრებას, მათ შეეზღუდებათ გადაადგილება და ზუგდიდის რაიონში გადმოსვლას ვერ შეძლებენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1089
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია