დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დევნილთა ჩასახლებებში გამრციხველიანება სრულად სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებამდე დასრულდება
ავტორი:
2014/იანვარი/28 13:00:03
საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადადგებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე ვარაუდობს , რომ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გამრციხველიანება სრულად აპრილის შუა რიცხვებამდე დასრულდება.
როგორც დავით დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამრციხველიანება მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა დევნილთა მიერ გაწეული ხარჯები სრულად იყოს აღრიცხული.
"მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გვაქვს სამინისტროში, საკითხი ეხება გამრციხველიანების თემას დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში, იმისთვის, რათა დევნილთა მიერ გაწეული ხარჯები ზუსტად იყოს აღრიცხული და შესაბამისად, სრულად დაფარული და გადახდილი. ობიექტების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით თბილისში უკვე არის გამრიცხველიანებული. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავსახოთ ღონისძიებები, თუ როგორ გაგრძელდეს გამრიცხველიანება, რომ ის დამთავრდეს დროულად. მარტში, ან აპრილის შუა რიცხვებამდე ვვარაუდობთ, რომ დასრულდეს სამუშაოები", - განაცხადა დავით დარახველიძემ.
დავით დარახველიძე, ამ წუთებში სამინისტროში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, "ენერგო პრო ჯორჯიასა" და "თელასის" წარმომადგენლებს ხვდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1166
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია