დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან კობერიძე - საპატრიარქოს განცხადებასა და კანონპროექტის შინაარსს შორის აბსოლუტური აზრობრივი თანხვედრაა
ავტორი:
2018/იანვარი/12 23:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/koberidze-levan.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472867-levan-koberidze-sapatriarqos-ganckhadebasa-da-kanonproeqtis-shinaarss-shoris-absoluturi-azrobrivi-thankhvedraa.html", "headline": "ლევან კობერიძე - საპატრიარქოს განცხადებასა და კანონპროექტის შინაარსს შორის აბსოლუტური აზრობრივი თანხ...", "datePublished": "2018-01-12 18:55:39", "dateModified": "2018-01-12 18:55:39", "description": "საპატრიარქოს განცხადებასა და კანონპროექტის შინაარსს შორის არის აბსოლუტური აზრობრივი თანხვედრა, - ამი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/koberidze-levan.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპატრიარქოს განცხადებასა და კანონპროექტის შინაარსს შორის არის აბსოლუტური აზრობრივი თანხვედრა, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა ლევან კობერიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ლევან კობერიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ძირითად საკითხებზე, თუ რას გულისხმობს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი.

”აზრობრივი თანხვედრა საპატრიარქოს განცხადებასა და კანონპროექტის შინაარსს შორის არის აბსოლუტური, იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის მთავარი იდეა არის ის, რომ მომხმარებელს დავეხმაროთ, გავუწიოთ ის თანაზიარობა, რამაც საბოლოო ჯამში იგი შეძლებისდაგვარად უნდა დააბრუნოს საზოგადოებაში, ნორმალური ცხოვრების რიტმში. ხოლო გამსაღებლებს, რეალიზატორებს და ე.წ. ბარიგებზე არის რეალურად საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობა თავის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით და ა.შ.

საპატრიარქოს განცხადებები ყოველთვის ძალიან თანამიმდევრული იყო ამ ჭრილში. პატრიარქი ჯერ კიდევ 2005 წელს ამბობდა, რომ მომხმარებელსა და დამოკიდებულ ადამიანს გვერდში უნდა დავუდგეთ და მას, ვინც ჰყდის, სამწუხაროდ, სისხლიანი პური მიაქვს თავის ოჯახში. ამიტომ კანონპროექტიც ამ შინაარსობრივ ღერძზეა აგებული”, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

საპატრიარქო მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს და ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის, რომელშიც მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ასევე, ინტელიგენცია და სამართალდამცველები მიიღებენ.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსიის მიზანია, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია