დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
,,სიდას“ თანამშრომლები ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
2018/მარტი/17 18:00:02
../photo/2015_02/00-AGVISTO-2013/samoqalaqo-ganvitarebis-centri-sida.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483580-sidas-thanamshromlebi-zviad-devdarianthan-dakavshirebith-ganckhadebas-avrceleben.html", "headline": ",,სიდას“ თანამშრომლები ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ ", "datePublished": "2018-03-17 14:01:05", "dateModified": "2018-03-17 14:01:05", "description": ""სიდას“ თანამშრომლები ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ. ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-AGVISTO-2013/samoqalaqo-ganvitarebis-centri-sida.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } "სიდას“ თანამშრომლები ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ორგანიზაციის თანმაშრომლები ეხმაურებიან „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას და სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიას, სადაც „ქალთა მოძრაობა“, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

„გვსურს ხაზგასმით დავაფიქსიროთ, შემდეგი - „სიდას“ ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლები ვგმობთ ყოველგვარი სახის შევიწროებას, მათ შორის სექსუალური ხასიათის. გვჯერა, რომ ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საშუალება აიმაღლოს ხმა, დაიცვას საკუთარი და სხვისი უფლებები და ხელი შეუწყოს მსგავსი ფაქტების გამოვლენას და აღმოფხვრას.

ჩვენს ორგანიზაციაში არსებობს თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე აყვანისა და პროფესიული განვითარების გაწერილი სრულად გამჭვირვალე პოლიტიკა და განხორციელების ეტაპზე ამ პროცესს უძღვება „სიდას“ ადმინისტრაციული გუნდი შესაბამისი მიმართულების მენეჯერებთან ერთად. შესაბამისად, გამორიცხულია ორგანიზაციის რომელიმე კონკრეტულმა თანამშრომელმა, მათ შორის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, სექსუალური შევიწროების მოტივით არამართლზომიერად გამოიყენოს საკუთარი თანამდებობა თანამშრომლის აყვანის ეტაპზე.
ორგანიზაციაში არსებობს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის გაწერილი პოლიტიკა და საჩივრის მექანიზმი, რომლის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს. ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლების მხრიდან არ დაფიქსირებულა შევიწროების არც ერთი ქეისი. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თანამშრომლების შევიწროებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში, არის სიცრუე.
აქვე, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „ქალთა მოძრაობის“ მხრიდან ზვიად დევდარიანის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი წერილის გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მის წარდგენას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად, რაც მიზნად ისახავს საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოების და სახალხო დამცველის მხარდაჭერის მქონე, დამოუკიდებელი, ობიექტური, მიუკერძოებელი და გამოცდილი წევრის არჩევის გართულებას.
ჩვენი აზრით, გავრცელებული განცხადებით ჩრდილი ადგება, არა მარტო ზვიად დევდარიანის პროფესიულ საქმიანობას, არამედ „სიდას“ და მისი თანამშრომლების ღირსებას და რეპუტაციას. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ საქმიანობის ქვაკუთხედს უკვე 16 წელია ადამიანის უფლებების დაცვა და სხვადასხვა ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფის ხელშეწყობა წარმოადგენს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. ჩვენი ორგანიზაცია მაღალი პროფესიული სტანდარტითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის ქვეშ ოპერირებს. ზვიად დევდარიანი კი არის „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც არჩეულია ორგანიზაციის გამგეობის მიერ“,- ნათქვამია „სიდას“ თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციიის 27 თანამშრომელი: შორენა კოჭლამაზაშვილი, ნინო ჩიტორელიძე, ნუგზარ არველაძე, ნინო დემეტრაშვილი, თორნიკე აბაშიძე, თეონა კილაძე, ეთუნა ცოტნიაშვილი, შორენა მეგრელიშვილი, ქეთევან ბერაძე, სალომე ზურაბიშვილი, ხათუნა მენაბდიშვილი, რომან ცაბუტაშვილი, რუსუდან მეტრეველი, ლიკა კასრაძე, მალხაზ ირემაძე, თეკლა ლათიბაშვილი, ქეთევან ჩიტაშვილი, დავით თარიმანიშვილი, ჯუმბერ მარუაშვილი, დიანა დუნდუა, რევაზ ბარბაქაძე, ნინო შოშიაშვილი, ნატა შარიქაძე, ციური ბესიაშვილი, ნაზი ბურდულაძე, მარიკა წიქორიძე, ანა პაპავა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია