დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმი ხვალ გაიხსნება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/19 16:00:02
ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ფარგლებში, 20-21 ოქტომბერს, საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და BDO, ხოლო პარტნიორები: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ისრაელის სავაჭრო პალატა, ასევე სხვა ბიზნეს ორგანიზაციები ორივე მხრიდან.
ბიზნეს ფორუმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ისრაელისა და საერთაშორისო კომპანიებისთვის საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ტენდენციის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება, პოტენციური ინვესტორებისთვის უკვე წარმატებით განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტების გაცნობა, ისრაელის მედიაში საქართველოს ბიზნეს კლიმატის შესახებ ინფორმაციის გაშუქება და ფორუმის ფარგლებში ბიზნეს წრეების წარმომადგენელთა ერთი-ერთზე შეხვედრების ორგანიზება.
ფორუმს დაესწრებიან ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, 100-მდე ბიზნესმენი ისრაელიდან, აშშ-დან, რუსეთიდან და ევროპიდან, ისრაელის ბიზნეს ასოციაციებისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც 100 000-მდე ბიზნესს აერთიანებენ, მსოფლიო რუსულენოვან ებრაელ ბიზნესმენთა და ფილანტროპთა ორგანიზაცია - ILC, ეკონომიკური პრესა ისრაელიდან: "The Marker", "Calcalist", "Globes" და სხვები. წლევანდელ ფორუმზე პირველად ვიხილავთ რუსულენოვან ებრაელ ბიზნესმენთა დელეგაციას, რომელსაც მზარდი ინტერესი აქვს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ. დელეგაციის წევრი ბიზნესმენების ინტერესის სფეროს წარმოადგენს უძრავი ქონება, საწარმოები, ლოჯისტიკა, სასტუმროები, სოფლის მეურნეობა, ჰი-ტეცჰ, ტურიზმი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია