დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგი უგულავა ევროპაში გაემგზავრება
ავტორი:
2014/იანვარი/24 18:00:03
გიგი უგულავა ევროპაში გაემგზავრება, სადაც ის სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქში", გიგი უგულავას გვერდზე გავრცელდა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მისი მონაწილეობა ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეის შეხვედრაში, სადაც ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ბრიუსელში გიგი უგულავა სიტყვით გამოვა ასევე ევროპარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე და ევროპარლამენტარებს შეხვდება.
შეხვედრები გაიმართება ქალაქ სტრასბურგშიც, სადაც გიგი უგულავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახალხო პარტიის წარმომადგენელთა ჯგუფის შეხვედრას დაესწრება.
არსებული ინფორმაციით, უგულავა ევროპაში დღეს გაემგზავრება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია