დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ნატო-ს სამიტზე მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილებები, რომელიც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას
ავტორი:
2014/ივლისი/25 13:00:02
ნატო-ს სამიტზე მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილებები, რომელიც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და ასევე გააძლიერებს ნატო-ს პოზიციებს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის დამცველის პოზიციებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ჰიუ ბეილისთან და ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. შეხვედრის მთავარ თემას მოახლოებული უელსის სამიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო იყო და არის მზად საკუთარი წვლილი შეიტანოს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში როგორც რეგიონის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.
"ასამბლეის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს საქართველოში ჩამოვიდნენ მრავალი წელია ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან. მათი დიდი დამსახურებაა ის, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც საქართველოს დელეგაციაც არის წარმოდგენილი, ყოველთვის ატარებდა ძალიან თანმიმდევრულ პოლიტიკას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ცოტა ხნის წინ მიღებულ დეკლარაციაში მათ მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ნატო ელოდება საქართველოს, როგორც მომავალ წევრს და რომ ეს პროცესი გრძელდება და მას ვერავითარი სხვა მოვლენა, ვერავითარი სხვა მოთამაშე სახელმწიფო თუ პოლიტიკური ძალა, ხელს ვერ შეუშლის. დღევანდელი ჩამობრძანება სტუმრებისა, რომლებიც მოგზაურობენ ქვეყნებში, სადაც ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მზერა მიპყრობილია ნატო-ს სამიტისაკენ, რომელიც სექტემბერში უელსში გაიმართება. დღევანდელი მსჯელობა სწორედ ამ მოვლენას შეეხო. გვაქვს ურთიერთგაგება, რომ უელსის სამიტზე მიღებულ უნდა იქნას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და გააძლიერებს ნატო-ს პოზიციებს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის დამცველის პოზიციას. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ გადაწყვეტილების შინაარსი უნდა იყოს სწორედ ეს – ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასათვის, რომ პროცესი გრძელდება და გრძელდება წარმატებით", - განაცხადა ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა.
მისიეე თქმით, შეხვედრისას გასული საკითხი იყო ნატოს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები. უსუფაშვილის განმარტებით, უმეტეს შემთხვევაში ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობა მაღალ დონეზეა, მაგრამ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია