დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტი ხვალ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს დაამტკიცებს
ავტორი:
2014/მაისი/28 23:00:02
პარლამენტი ხვალ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დაამტკიცებს. საკანონმდებლო ცვლილება ეხება პირებს, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს , სახელმწიფო პენსიას, სახელმწიფო კომპენსაციას ან სახელმწიფო აკადემიურ სტიპენდიას და საარჩევნო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამო, მათ შესაბამისი თანხების მიღება არ შეუწყდებათ.
ამ მიმართულებით ცვლილებები "საარჩევნო კოდექსში" და მასთან ერთად "სახელმწიფო პენსიის შესახებ" და "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონებში შედის.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს მესამე მოსმენით 16 მაისის პლენარულ სხდომაზე უნდა მიეღო, მაგრამ მას კენჭი ვერ უყარეს, რადგან პარლამენტში კვორუმი არ შედგა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია