დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილედ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი დაინიშნა
ავტორი:
2014/იანვარი/20 11:30:02
საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილედ შსს-ს მომსახურების სააგენტოს უკვე ყოფილი უფროსი ნინო კობახიძე დაინიშნა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ნინო კობახიძე კანცელარიის მთავრობის ადმინისტრაციად გარდაქმნისა და რესტრუქტურიზაციის პროცესს უხელმძღვანელებს, რომელიც მართვის ევროპულ მოდელზე გადასვლას ისახავს მიზნად.
"კანცელარიის რეორგანიზაცია დაეფუძნება ღია და საჯარო მმართველობის ევროპულ მოდელს. გატარდება მნიშვნელოვანი სტრუქტურულ–ფუნქციურ ცვლილებები, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებს შორის მეტ კოორდინაციასა და ეფექტურ მონიტორინგზე იქნება ორიენტირებული და მმართველობის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს", - განმარტავენ მთავრობის კანცელარიაში.
ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია