დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო უწყებას ბაქოს აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე აზერბაიჯანიდან ინფორმაცია ჯერ არ მიუღია
ავტორი:
2014/ივლისი/04 13:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზერბაიჯანიდან ბაქოს აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ მისვლია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენ აზერბაიჯანულ მხარეს გადავეცით ნოტა, რომელშიც ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა მოხდა. ჩვენ, ჯერჯერობით, პასუხი არ მიგვიღია. ეს გასაკვირი არ არის, რადგან თავად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ეს ფაქტი არანაირად არ ეხება, უნდა მოიძიოს შესაბამის უწყებებში ინფორმაცია და ეს, შესაძლოა, გარკვეულ პერიოდს მოითხოვდეს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
რამდენიმე დღის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ირმა ნადირაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს ბაქოში პრობლემები შეექმნათ. ისინი ადგილობრივმა მებაჟეებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია