დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილმა რიგის სამართლის უმაღლეს სკოლაში გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა
ავტორი:
2013/ნოემბერი/05 22:30:02
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რიგის სამართლის უმაღლეს სკოლაში გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მრგვალი მაგიდის თემა იყო – "საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობა: საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვილნიუსის სამიტამდე".
შეხვედრა ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ გახსნა. სოლვიტა აბოლტინამ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ვილნიუსის სამიტზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა.
დავით უსუფაშვილმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ლატვიაში საქართველოს პარლამენტის დელაგაციის ვიზიტის მიზნები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ახალი ხელისუფლების პრიორიტეტები და ამოცანები გააცნო.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება. "ევროპული არჩევანი არის ჩვენი არჩევანი, ქართველი ხალხის არჩევანი და ბოლო არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე და საქართველოს წინაშე მდგარ საგარეო გამოწვევებზე.
დავით უსუფაშვილის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ლატვიის სეიმის წევრებმა, ექსპერტებმა, ლატვიაში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა - თედო ჯაფარიძემ, ვიქტორ დოლიძემ, გიორგი გაჩეჩილაძემ და დავით დარჩიაშვილმა.
მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები რიგის სამართლის სკოლაში ლატვიის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლატვიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დავით უსუფაშვილი მორიგი ოფიცილური ვიზიტით ლიტვაში გაემგზავრება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1282
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია