დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ელჩი საბერძნეთში სერბეთის პატრიარქს შეხვდა
ავტორი:
2014/იანვარი/17 17:30:18
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში დავით ბაქრაძე, სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრეს სერბ და ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიან ხალხს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
საქართველოს ელჩმა პატრიარქს კულტურული თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით საელჩოს გეგმები გააცნო და აღნიშნა მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ორივე ქვეყნის ისტორიაში.
საქართველოს ელჩმა სერბეთის პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელით საჩუქრები გადასცა. ელჩთან შეხვედრაზე, სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა დადებითად გაიხსენა მისი ვიზიტი საქართველოში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1202
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია