დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პაპუნა პეტრიაშვილი - დაუმტკიცებელი ბიუჯეტი დედაქალაქის მთავრობისთვის კიდევ ერთი ახალი პრობლემაა
ავტორი:
2013/დეკემბერი/29 23:00:02
თბილისის მთავრობის წარმომადგენელთა შეფასებით, 2014 წლის ბიუჯეტის ჩაგდებით, საკრებულომ თბილისი ახალი პრობლემის წინაშე დააყენა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერის მოადგილემ, პაპუნა პეტრიაშვილმა განუცხადა, დაუმტკიცებელი ბიუჯეტი დედაქალაქის მთავრობისთვის კიდევ ერთი ახალი პრობლემაა, რომელთან გამკვლავებაც მას მოუწევს. პაპუნა პეტრიაშვილი ირწმუნება, რომ თავის მხრივ, დედაქალაქის მთავრობა მზად იყო საკრებულოს შენიშვნების გაზიარებისთვის.
იგივეს აცხადებს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე, რომლის აზრითაც, 2014 წლის ბიუჯეტის ჩაგდება საკრებულოში წინასწარ იყო დაგეგმილი და დღევანდელი ხანგრძლივი განხილვა, მხოლოდ განხილვის იმიტაცია იყო.
"ჩვენ მზად ვიყავით გაგვეზიარებინა საკრებულოს მხრიდან გამოთქმული შენიშვნები. მთავრობისთვის საკრებულოს შენიშვნები უფრო ადრე და დროულად უნდა მოეწოდებინა ჩვენთვის, რაც არ გაკეთდა. ამის მიუხედავად, ჩვენ მათ შენიშვნებზე მზაობა შევთავაზეთ და ამას მოჰყვა სხდომაზე ხმაური, რათა საბოლოოდ ბიუჯეტი ჩაეგდოთ. ადგილი აქვს ხელის გადაგრეხვის მცდელობას", - მიიჩნევს მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1257
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია