დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ზარქუა - ოპოზიცია პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
ავტორი:
2018/თებერვალი/09 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/zarqua.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477438-irakli-zarqua-opozicia-populistur-ganckhadebebs-akethebs-romlebic-sazogadoebis-shecdomashi-sheyvanas-isakhavs-miznad.html", "headline": "ირაკლი ზარქუა - ოპოზიცია პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ი...", "datePublished": "2018-02-09 10:31:37", "dateModified": "2018-02-09 10:31:37", "description": "ოპოზიცია პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, -...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/zarqua.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ოპოზიცია პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა თბილისის მერიის მიერ ტენდერების აუქციონის გარეშე ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას.

ირაკლი ზარქუას განმარტებით, 2014 წელს ტენდერები გამარტივებული წესით იმიტომ ჩატარდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარების და ამისთვის სტადიონების აშენების ვალდებულება ჰქონდა აღებული.

”გიგი უგულავას თითი თითზე არ დაუკარებია იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები შესრულებულიყო, სტადიონებისთვის ადგილებიც კი არ იყო განსაზღვრული. ამიტომ მოგვიწია ფორსმაჟორულ სიტუაციაში ტენდერების ჩატარება, რათა საერთაშორისო მასშტაბით არ შევრცხვენილიყავით. ჩვენ შევძელით ის, რომ ოლიმპიადა ჩატარდა და უმაღლესი შეფასებებიც მიიღო“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ასეთივე გამარტივებული წესით ჩატარდა ტენდერები 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შემდეგ.

ირაკლი ზარქუა განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ცხადდება NAT და SPA ტენდერები. დეპუტატის თქმით, NAT გულისხმობს დახურულ ტენდერს, რომელში მონაწილეებსაც ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის ნახვა არ შეუძლიათ და ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის რაიმე სახის გარიგებები გამოირიცხოს. აქვე ირაკლი ზარქუამ განმარტა, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ტენდერში მონაწილეთა შესახებ სრული ინფორმაციის გაცნობა შეუძლია, მეორე სახის, ანუ SPA ტენდერი კი ღიაა და მასში მონაწილეებს ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ.

ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ზოგადად სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა დასახვეწია და ეს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარმა შემთხვევამაც დაადასტურა. საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მმართველ გუნდსაც აქვს გარკვეული კითხვები.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მერიისა და გამგეობების მიერ დეკემბრიდან ყველა ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდა, რითაც სახელმწიფომ 20 მლნ ლარი დაკარგა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 550
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია