დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლატვიაში საქართველოს ელჩი ლატვიის კულტურის მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2014/მარტი/14 17:00:03
ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ ჯანჯალია ლატვიის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, დაცე მელბარდესს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას საქართველოსა და ლატვიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს. ელჩმა, ლატვიის კულტურის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ქართული კულტურის პოპულარიზაციას ლატვიის რესპუბლიკაში ისახავს მიზნად.
თეიმურაზ ჯანჯალიამ პირადად მინისტრს და კულტურის სამინისტროს, ანსამბლ "სუხიშვილების" კონცერტის ორგანიზების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია კულტურული თანამშრომლობის გააქტიურება, ვინაიდან რიგა 2014 წელს ევროპის კულტურის დედაქალაქია.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ქართველ და ლატვიელ მომღერლებს, მწერლებს, ლიტერატურის სფეროსა და ზოგადად ხელოვნების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ურთიერთობები გააქტიურდეს და გაღრმავდეს.
ლატვიის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში საქართველოს ესტუმროს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1210
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია