დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია გაჩეჩილაძე ნოემბრის ბოლოს უმრავლესობას ოფიციალურად დატოვებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/08 16:00:02
"მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნოემბრის ბოლოს გეგმავს. როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადებისგან თავს ვილნიუსის სამიტამდე იკავებს და ამას 27 ნოემბრის შემდეგ გააკეთებს.
"მოგეხსენებათ, "მწვანეთა პარტია" ევროპული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციაა. ჩვენ ევროპის "მწვანეთა პარტიის" მმართველი საბჭოს წევრები ვართ, რომელსაც ევროპის პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავს და რომლის პოზიციას საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას, არამედ ვილნიუსის სამიტის ჩატარებასაც ველოდებით. 27 ნოემბრის შემდეგ, როცა ვილნიუსის სამიტი გაიმართება და იმედი მაქვს, რომ ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოხდება, "მწვანეთა პარტია" პრესკონფერენციას გამართავს და უმრავლესობიდან გასვლის შესახებ განცხადებას გავაკეთებ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია გაჩეჩილაძემ.
ორ თვეზე მეტია, რაც გაჩეჩილაძე მმართველ საპარლამენტო გუნდს ბოიკოტს უცხადებს. დეპუტატი უმრავლესობისა და ფრაქციის სხდომებს არ ესწრება. ამის მიზეზი პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გახდა, რომლის ფარგლებშიც პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს დაფინანსება გაეზარდა, ხოლო პარლამენტს გარეთ მყოფებმა დამატებით დაფინანსება მიიღეს.
აღნიშნული ცვლილებები არ შეეხო "მწვანეთა პარტიას", რაც გაჩეჩილაძეს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ გუნდმა, რომელშიც ჯერ კიდევ არის, "პარტიის არსებობაზე უარი უთხრა".
"ხმას არ ამოვიღებდით, პარლამენტს გარეთ არსებული პარტიები რომ არ დაეფინანსებინათ. "მწვანეთა პარტია" დიდად დაფინანსებული არასდროს ყოფილა. აქ საუბარია არა ფინანსებზე, არამედ კოალიციის შიგნით არსებულ დამოკიდებულებაზე და არაკოლეგიალობაზე" - აცხადებს გაჩეჩილაძე.
”მწვანეთა პარტიის” ლიდერი პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია