დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - 2014 წელს წარმატებულ ნატოს სამიტს უნდა ველოდოთ
ავტორი:
2013/დეკემბერი/27 17:00:03
საფუძვლიანი იმედი მაქვს ვთქვა, რომ წარმატებულ ნატოს სამიტს უნდა ველოდოთ 2014 წელს ბრიტანეთში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით, მომავალ სამიტზე საქართველოსთვის ახალი ინსტრუმენტის შეთავაზებას ელოდება.
"რაც შეეხება ნატოს მომავალ სამიტს, მინდა გითხრათ რომ ის, რაც მოხდა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით, ასევე, ის დინამიკა, რომელიც არის საქართველოსა და ევროპას შორის, გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ მომავალ სამიტზე თვისობრივად ახალი ინსტრუმენტი იქნება საქართველოსთვის შემოთავაზებული. რა იქნება ეს ინსტრუმენტი, ამაზე საუბარი ნაადრევია, სახელი რომ დავარქვათ. მქონდა საუბარი სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ქალბატონ ნულანდთან, ასევე, ნატო-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და შეთანხმება არის ზოგადი, რომ საქართველოს უნდა მივცეთ ახალი ინსტრუმენტი. ჩვენ ამ ხედვას ხელს ვუწყობთ ჩვენი ტრანსფორმაციით. მოგეხსენებათ, გამორჩეული არჩევნები ჩავატარეთ. ეს დამოკიდებული იქნება მომავალში იუსტიციის რეფორმის განხორციელებაზე. საფუძვლიანი იმედი მაქვს ვთქვა, რომ წარმატებულ სამიტს უნდა ველოდოთ 2014 წელს ბრიტანეთში, - განაცხადა ალასანიამ.
ნატოს სამიტი დიდ ბრიტანეთში 2014 წლის 4-5 სექტემბერს გაიმართება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია