დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დარია გრიბაუსკაიტე - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირში მომავალი იწყება
ავტორი:
2013/ნოემბერი/29 12:00:03
ჩვენ რამდენიმე წუთში გავხდებით მოწმენი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებისა, - ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა, დარია გრიბაუსკაიტემ ვილნიუსის სამიტზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირში მომავალი იწყება.
"ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა მუშაობს. სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გაფართოვდა და ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ მომავალშიც, რომ ეს მიღწევები გაფართოვდეს და ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებს უკეთესი მოღწევები ჰქონდეთ. ვულოცავ ყველას მიღწეულ წარმატებას", - განცხადა ვილნიუსის სამიტის მასპინძელმა დარია გრიბაიუსკაიტემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1270
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია