დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის მოდელის ამოქმედება ორი წლით გადავადდა
ავტორი:
2013/დეკემბერი/26 22:30:02
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის წესის გადავადებაზე გადაწყვეტილება მიიღეს არა პარლამენტში, არამედ - სადღაც სხვაგან.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომელიც მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის მოდელის ორი წლით _ 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ მოწმის სასამართლოში დაკითხვის წესი საქართველოში აღარასდროს ამოქმედდება.
"როგორ უნდა ავუხსნა ახლა მე თინა ხიდაშელს ის, რომ უფრო სწორი და კარგი მექანიზმია მოწმის სასამართლოში დაკითხვა. მან ეს ჩემზე უკეთ იცის. როგორ ავუხსნა ეკა ბესელიას, რომ ეს სწორი გზაა და აქეთ უნდა წავიდეთ. მანაც ეს ჩემზე უკეთესად იცის, ისევე, როგორც მანანა კობახიძემ, ლევან იზორიამ, რომელსაც შევატყვე, რომ თავადაც წუხდა და თავადაც იცის, რომ ამ მხრივ სწორი გზით მივდიოდით. თუ აქამდე მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ვერ ამოქმედდა, ეს იყო შეცდომა, ეს იყო ცუდი და ამაში შეიძლება მეც მიმიძღვის წვლილი. დავფიქრდეთ ერთ რამეზე - ჩვენ ამ დარბაზში ვაგრძელებთ იმ გზას, რომელიც შეიძლება ცუდი იყო, როცა ამ მოდელის გადავადებებით მივდიოდით და ამაზე მიკიბულ-მოკიბული საუბარი საჭირო არ არის", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
მისივე თქმით, მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის წესთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია გააჩნდათ ვახტანგ ხმალაძეს, შალვა შავგულიძეს და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია