დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარნეულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი - „ქართულ ოცნებაში“ შიდა პარტიულ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/20 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/abazovi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458679-marneulshi-qarthuli-ocnebis-merobis-kandidati-qarthul-ocnebashi-shida-partiul-dapirispirebas-adgili-ar-aqvs.html", "headline": "მარნეულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი - „ქართულ ოცნებაში“ შიდა პარტიულ დაპირისპირებას ადგილი...", "datePublished": "2017-10-20 10:40:15", "dateModified": "2017-10-20 10:40:15", "description": "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარნეულში, „ქართულ ოცნებაში“ შიდა პარტიულ დაპირისპირებას ადგილი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/abazovi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარნეულში, „ქართულ ოცნებაში“ შიდა პარტიულ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა თემურ აბაზოვმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ვარაუდს, რომ გუშინ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბში მომხდარი ფაქტი შიდა პარტიულ დაპირისპირებას უკავშირდება.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებით, აბაზოვმა ამ კითხვას არ უპასუხა. მერობის კანდიდატი ამ წუთებში მარნეულში „ჯეოჰოსპიტალში“ დაჭრილების მოსანახულებლად იმყოფება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირება არ არსებობს. რაც შეეხება ინციდენტს, ვინაიდან თავად შს მინისტრია ჩართული საქმის გამოძიებაში, თუ რა მოხდა უმოკლეს ხანებში გახდება ცნობილი“, - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან გუშინ დაპირისპირება მოხდა.

საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია