დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანზორ ჩუბინიძემ თანამდებობის დატოვების სურვილის შესახებ პრემიერ-მინისტრს უკვე აცნობა
ავტორი:
2014/იანვარი/22 18:30:02
ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობას პირადი გადაწყვეტილებით თვის ბოლოს დატოვებს, - ამის შესახებ სდსს-ს ვებ-ვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ვეხმაურებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ანზორ ჩუბინიძე მიმდინარე თვის ბოლოს მართლაც აპირებს, დატოვოს დაკავებული თანამდებობა ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან უკვე აცნობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. სრულიად უსაფუძვლოა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს არსებობს რაიმე დაპირისპირება. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1241
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია