დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკრებულოში დღეს პროგრამული ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/28 18:30:02
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები თბილისის მერის მოადგილეს გიორგი ხელაიას, მერიის საფინანსო სამსახურის უფროს ლევან თევზაიას და რაიონების გამგებლებს შეხვდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ მომავალაში გამგებლებსა და მაჟორიტარებთან ერთად, არაერთი საინტერესო შეხვედრაა დაგეგმილი.
საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საკრებულოს თითოეულ მაჟორიტარს საკუთარი რაიონის მიხედვით წარმოდგენილი აქვს წინადადებებისა და პრობლემების ნუსხა, რომელთა განხილვა და პრიორიტეტების განსაზღვრა გამგებლებთან ერთად უახლოეს მომავალში მოხდება.
,,ეს არის იმ პრობლემების ხედვა, რომლებიც, სასურველია, ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილში იყოს გათვალისწინებული"", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მერის მოადგილის გიორგი ხელაიას თქმით, პროგრამული ბიუჯეტი თითოეული თეთრის კონტროლის საშუალებას იძლევა.
საკრებულოს დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ პროგრამული ბიუჯეტის პრეზენტაცია წარუდგინა და მისი პრინციპები და არსი განუმარტა. მისი თქმით, პროგრამული ბიუჯეტის უპირატესობა მისი შედეგზე და ხარისხზე ორიენტირებულობაა.
,,ეს ბიუჯეტი საერთაშორისო სტანდართებთან მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული"", - განაცხადა თევზაიამ.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია