დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა გოგოლაშვილი - თუ სირიაში დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება მოხდება, ამან შეიძლება რუსეთს ხელი გაუხსნას, რომ დასავლეთის პარტნიორების, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ იმოქმედოს
ავტორი:
2018/აპრილი/14 13:00:02
../photo/2015_02/0-00-IVNISI-2016i/gogolashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488032-kakha-gogolashvili-thu-siriashi-dasavlethsa-da-ruseths-shoris-dapirispireba-mokhdeba-aman-sheidzleba-ruseths-kheli-gaukhsnas-rom-dasavlethis-partniorebis-math-shoris-saqarthvelos-tsinaaghmdeg-imoqmedos.html", "headline": "კახა გოგოლაშვილი - თუ სირიაში დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება მოხდება, ამან შეიძლება რუსეთს...", "datePublished": "2018-04-14 08:51:18", "dateModified": "2018-04-14 08:51:18", "description": "თუ სირიაში ყველაზე დრამატული სცენარი განვითარდა და მოხდა დაპირისპირება დასავლეთისა და რუსეთის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-IVNISI-2016i/gogolashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ სირიაში ყველაზე დრამატული სცენარი განვითარდა და მოხდა დაპირისპირება დასავლეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, ამან შეიძლება რუსეთს გაუხსნას ხელი და დასავლეთის ყველა პარტნიორის, პირველ რიგში, კი სუსტი თავდაცვისუნარიანობის მქონე ქვეყნების წინააღმდეგ იმოქმედოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა.

კახა გოგოლაშვილის თქმით, თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს.

„თუ სირიაში ყველაზე დრამატული სცენარი განვითარდა და მოხდა დაპირისპირება დასავლეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და შეიძლება ლოკალურ დონეზე სირიაში იყოს დაპირისპირება, ამან შეიძლება რუსეთს გაუხსნას ხელი, რომ მან დასავლეთის ყველა პარტნიორის წინააღმდეგ იმოქმედოს. რა თქმა უნდა, დაარტყამს იქ, სადაც სუსტი ადგილია. საქართველო თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით ნამდვილად სუსტია და ამიტომ, თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა.
თემა: სირიის კრიზისი რუსეთის გენშტაბი - წინასწარი ინფორმაციით, სირიაში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის მსხვერპლი არ არის
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია