დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე აზრთა სხვადასხვაობა სწორი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა
ავტორი:
2017/დეკემბერი/14 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/mdinaradze_90b9f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468597-mamuka-mdinaradze-mautsyeblobis-shesakheb-kanonshi-cvlilebebze-azrtha-skhvadaskhvaoba-stsori-gadatsyvetilebis-mighebis-tsinapirobaa.html", "headline": " მამუკა მდინარაძე - “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე აზრთა სხვადასხვაობა სწორი გადაწყვეტილ...", "datePublished": "2017-12-14 11:31:52", "dateModified": "2017-12-14 11:31:52", "description": "„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში და...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/mdinaradze_90b9f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არის წინაპირობა სწორი გადაწყვეტილების მიღების.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საკითხზე საკამათოდ დარჩენილია მხოლოდ სტარტაპებისა და რეკლამირების საკითხი.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი სადავო საკითხი, მათ შორის, საკამათოდ დარჩენილია მხოლოდ სტარტაპებისა და რეკლამირების საკითხი. გიდასტურებთ, რომ ამასთან დაკაკშირებით გუნდშიც არის აზრთა სხვადასხვაობა. ერთი რამ მინდა ვთხოვო ყველას - კამათი, დისკუსია, განსჯა არ უნდა მივიღოთ რაიმე სხვა მოცემულობად გარდა იმისა, რომ ეს არის დემოკრატიის და კანონშემოქმედების უპირობო ნიშანი. ჩვენ გვახსოვს, უკამათო გადაწყვეტილებებს რა შედეგი მოყვებოდა და ამიტომ საკითხებს, რომლებზეც იქნება დისკუსია, გაცილებით სწორი გადაწყვეტილებები მოჰყვება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის განცხადებით, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები უზრუნველყოფს მაუწყებლის დამოუკიდებლობას და შეუწყობს ხელს მის განვითარებას, კონკურენტუნარიანობასა და რეიტინგულობას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 566
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია