დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არასამთავრობო სექტორმა პარლამენტის ლოჟაში პროტესტის ნიშნად პლაკატები გადაფინა
ავტორი:
2013/დეკემბერი/26 19:00:03
მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესის გადავადებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორმა საკუთარი უარყოფითი პოზიცია პარლამენტის პლენარულ სხდომა დააფიქსირა.
სისხლის სამართლის საპროცესიო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვით, მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის მოდელი ორი წლით _ 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადავადდეს, პარლამენტი ამ წუთებში განიხილავს.
საკითხზე მსჯელობის დროს პარლამენტის ლოჟიდან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გადაფინეს პლაკატები, შემდეგი შინაარსით: "ადამიანის უფლებები ორი წელი ვერ მოიცდის", "უთხარით უარი გადავადებას", "დაიცავი დაცვის უფლება". მათ ამ ინიციატივას საპარლამენტო უმცირესობა ტაშით შეხვდა.
თუმცა, პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე მალევე მივიდნენ მანდატურები, რომელთაც გადმოფენილი პლაკატები აიღეს და არასამტავრობო სექტორის წარმომადგენლებს ლოჟა დაატოვებინეს.
კანონპროექტს პარლამენტის წინაშე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია წარადგენს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1202
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია