დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საია ხვალ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/23 23:30:03
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ხვალ, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საია-დან აცნობეს, ანგარიში მოიცავს 2013 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
"ანგარიში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საკანონმდებლო ცვლილებები, უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის შეფასება, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხები, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შეფასება, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესის შეფასება, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, სახელმწიფო რესურსების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები, წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევა, ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, სამსახურიდან გათავისუფლებების ფაქტები, მედია გარემოს შეფასება, ანგარიშში ასევე წარმოდგენლიია კონკრეტული დასკვნები და რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, სამთვიანი პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში: კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, აჭარასა და ოზურგეთში საიას მონიტორების დახმარებით ახორციელებდა.
ანგარიშის პრეზენტაციაზე მიწვეულნი არიან ადგილობრივი სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1154
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია