დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ჭიაბერაშვილს საკუთარი შემოხაზული ბიულეტენის ფოტოს "ფეისბუქში" დადებისთვის უჩივლეს 
ავტორი:
2013/ოქტომბერი/29 13:00:23
სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ,,მწვანე დედამიწის“ 27 ოქტომბრის განცხადება განიხილა. ცესკოს ინფორმაციით, როგორც მომჩივანმა აღნიშნა, №5 ისნის სააჩევნო ოლქის №76 უბანზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა საარჩევნო კაბინაში შემოხაზა საარჩევნო ბიულეტენი, ფოტო გადაუღო და სოც. ქსელის (ფეისბუქის) საკუთარ გვერდზე ატვირთა. ვინაიდან, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად „კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია“ მოთხოვნილი იყო აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება და №76 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. კომისიამ განცხადება სამართლებრივი უსაფუძვლობის გამო დარღვევის ნაწილში არ დააკმაყოფილა, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში განუხილველი დატოვა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1199
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია