დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - ფარცხალაძე გერმანიაში როგორ იქცეოდა, ამას არავითარი კავშირი არ აქვს, ჩაიდინა თუ არა დანაშაული უგულავამ
ავტორი:
2013/დეკემბერი/26 16:00:02
ოთარ ფარცხალაძეს როგორი დიპლომი აქვს ან გერმანიაში თავის დროზე როგორ იქცეოდა, არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, გიგი უგულავამ ჩაიდინა თუ არა დანაშაული , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ფარცხალაძის ყალბ დიპლომთან და კრიმინალურ წარსულთან დაკავშირებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
ხიდაშელი იმედოვნებს, რომ ფარცხალაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, აქტიურად დაწყებული გამოძიებები გაგრძელდება.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგო საქართველოს საზოგადოებამ მეგის ქარდავასთვის ბრალის დამძიმების შესახებ. დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ფარცხალაძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, როგორ აქტიურადაც დაიწყო გამოძიებები, ეს პროცესი გაგრძელდება და არანაირი წინაღობა არ ექნება", - აღნიშნა ხიდაშელმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია