დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისის ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი შეისწავლის
ავტორი:
2014/იანვარი/31 19:00:02
თბილისის საკრებულოს მიერ თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან შემდგარი ჯგუფი შეისწავლის. ეს გადაწყვეტილება დღეს საკრებულოში მიიღეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ირაკლი შიხიაშვილმა მათ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით წარმოიქმნილი პრობლემების წინაისტორია გააცნო და მათგან მხარდაჭერა ითხოვა.
შეხვედრის ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მუსხელიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან შემდგარი სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც გაეცნობა ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებს.
ამასთან, `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის განცხადებით, სპეციალისტთა ჯგუფი გააკეთებს დასკვნას ბიუჯეტის პროგრამის რომელი მუხლია კორუფციის რისკის შემცველი, ასევე, შეხვდებიან მერიის წარმომადგენლებს და მათგანაც მოისმენენ ინფორმაციას, რათა საბოლოოდ არასამთავრობოების მიერ ბიუჯეტის პროექტზე ნეიტრალური დასკვნა დაიდოს.
ნატროშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისათავის რთული გასარკვევი და აღსაქმელია, ვინ არის მტყუან-მართალი. არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა ამ პროცესში მან დადებითად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მათ მიერ გაკეთებული დასკვნა ნეიტრალური იქნება.
თავის მხრივ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფრაქცია `ქართული ოცნება-თბილისელების~ თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ. მისი თქმით, 12 თებერვლამდე ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დასრულდება და საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ეს პროექტი უკვე მზად იქნება.
თბილისის საკრებულომ ქალაქის ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, სამი თვის ვადაში უნდა მიიღოს. ეს ვადა, როგორც საკრებულოში აცხადებენ, 11 მარტს ამოიწურება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია