დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უმრავლესობის ერთ ნაწილს მოქმედ კონსტიტუციაზე ტრენინგი ჩაუტარდა
ავტორი:
2013/დეკემბერი/20 20:00:03
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატებისთვის მოქმედ კონსტიტუციასთან დაკავშირებით სპეციალური პრეზენტაცია მოეწყო. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, საკონსტიტუციო ნორმები, რომელიც პარლამენტმა 2010 წელს მიიღო და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ძალაშია, დღეს, კაჭრეთში, უმრავლესობის ამ ნაწილისთვის კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა განიხილა. მოქმედ კონსტიტუციასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები კოლეგებისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემაც გააკეთა.
კაჭრეთის შეხვედრა "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დეპუტატები: გიორგი ვოლსკი, დიმიტრი ხუნდაძე, დარეჯან ჩხეტიანი, გიორგი ჟორჟოლიანი, რუსლან პოღოსიანი, თემურ ჭკუასელი, თემურ ჩხაიძე, გოგი ქავთარაძე, დავით ლორთქიფანიძე, კარლო კოპალიანი, ალი მამედოვი, ნანა ყეინიშვილი, ნუკრი ქანთარია, გოგლა ჟვანია, ომარ ნიშნიანიძე და თამაზ მეჭიაური.
კაჭრეთში მოქმედი კონსტიტუციის თემაზე მმართველი გუნდის დეპუტატებისთვის გამართულ შეხვედრაზე ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის წარმომადგენელმა ბაკურ მგელიაშვილმა დაუდასტურა. "დიახ, საუბრის თემა იყო მოქმედი კონსტიტუციის ზოგადი მიმოხილვა. დისკუსია გაიმართა ახალი კონსტიტუციის ფარგლებში პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის უფლება-მოვალეობების შესახებ", - განმარტა მან.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1166
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია