დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი Deutsche Welle-ს წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2014/აგვისტო/30 19:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Deutsche Welle-ს წარმომადგენლებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტები მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტერვიუს ძირითადი თემები საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა იყო.
"პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემისა და ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმებზე, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლება მთავრობის ერთი-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგად ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა. ამავდროულად, პრემიერის განმარტებით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ბაზრის დივერსიფიკაციაზე და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან.
პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრის შესახებაც დაუსვეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა", - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1228
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია