დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ოთარ დანელია ამერიკის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
ავტორი:
2014/ივლისი/24 14:30:02
სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე წარდგენილი ოთარ დანელია ამერიკის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის ინიციატივით მიმდინარე "საქართველოს სოფლის მეურნეობის საინიციატივო პროგრამა" განიხილეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო დარგში სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლის მაიკლ შტაინერის თქმით, "არსებობს რეალური საფრთხე მსოფლიო სასურსათო კრიზისის მოახლოვებისა და ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებას".
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში საპილოტე პროგრამის განხორციელების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება საქართველოს სასურსათო პოტენციალი. პროგრამის მეშვეობით დადგინდება რა მოცულობით და რა სახის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი საქართველოში. პირველ ეტაპზე შეირჩა ორი კულტურა - ხორბალი და სიმინდი. მომავალი კვირიდან დაიწყება პროექტი, რომლის მეშვეობითაც სიმინდის და ხორბლის მოსავლიანობა ფართობების მიხედვით განისაზღვრება", - განაცხადა მაიკლ შტაინერმა.
ოთარ დანელიამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე მუშაობა გააქტიურდება.
"ჩვენ ასევე მივესალმებით ახალ იდეებს და მზად ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ ახალი პროექტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას დამატებით სტიმულს მისცემს", - დასძინა ოთარ დანელიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია