დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი თბილისში თებერვალში გადმოვა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/09 19:00:03
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში თებერვალში გადმოვა, - აღნიშნული განცხადება მან ბიზნეს-სექტორთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც ხაზი გაუსვა ბიზნესსექტორთან აქტიური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის მნიშვნელობას.
ბიზნესისადმი დავით უსუფაშვილის შეთავაზებაა, რომ მასთან და შესაბამისი პროფილის საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები კვარტალში ერთხელ მაინც გაიმართოს და ყველა საკანონმდებლო ინიციატივაზე იყოს ინტენსიური თანამშრომლობა.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ქუთაისში პარლამენტის ყოფნა ამ თვალსაზრისით ბევრ რამეს აფერხებს და იმედი აქვს, პარლამენტი თებერვალში ქუთაისიდან დედაქალაქში გადმოვა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1162
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია