დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობა" უკრაინის ევროპული არჩევანის მხარდასაჭერი აქციის მოწყობას გეგმავს
ავტორი:
2013/დეკემბერი/17 13:30:22
"ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად 21 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე უკრაინის ევროპული არჩევანის მხარდასაჭერი აქციის მოწყობას გეგმავს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაშია აღნიშნული, პარტია უერთდება საზოგადოების მრავალი ჯგუფის განწყობას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინელ ერს გამოვუცხადოთ თანადგომა იმ ზეწოლის პირობებში, რომელსაც იგი განიცდის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რათა უკრაინამ უარი თქვას ევროპულ მომავალზე.
სიმბოლურია, რომ ეს მოვლენები ემთხვევა საბჭოთა კავშირის დაშლის საკვანძო დღეებს. სწორედ ახლა, ჩვენ ვხედავთ უკრაინის უკან, საბჭოთა სივრცეში შეთრევის მცდელობას. ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ ვალდებულნი ვართ გვერდში დავუდგეთ უკრაინელ ხალხს, მათ შორის იმიტომაც რომ უკრაინა საქართველოს გვერდზე დადგა 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესიის დროს. სწორედ ამიტომ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად, 21 დეკემბერს, 14:30 საათზე, რუსთაველის გამზირზე მოაწყობს უკრაინის ევროპული არჩევანის მხარდასაჭერ აქციას", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დღეს უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება, რადგანაც უკრაინის ევრაზიული პროექტში ძალმომრეობით შეთრევის არდაშვება ბევრად გააადვილებს მრავალი თაობის ჩვენი თანამემამულის ოცნების - ევროპული და თავისუფალი საქართველოს - ერთხელ და სამუდამოდ ახდენას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1260
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია