დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება
ავტორი:
2018/ივნისი/20 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kobaxidze1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499580-irakli-kobakhidze-mthavrobis-ganakhlebul-shemadgenlobasthan-dakavshirebith-intensiuri-konsultaciebi-gaimartheba.html", "headline": " ირაკლი კობახიძე - მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები გაიმა...", "datePublished": "2018-06-20 18:23:15", "dateModified": "2018-06-20 18:23:15", "description": "დაახლოებით სამ კვირაში, წარმოადგენს მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, მას შემდეგ, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kobaxidze1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დაახლოებით სამ კვირაში, წარმოადგენს მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, მას შემდეგ, რაც შევა ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში, შესაბამისად, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით წარდგება მთავრობა საქართველოს პარლამენტში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მანამდე, გაიმართება ინტენსიური კონსულტაციები და გადაწყვეტილება ამ კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული.

„სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ გვიწევს პროცედურის ორ საფეხურად გავლა. როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით სამ კვირაში წარმოადგენს ბატონი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, მას შემდეგ, რაც შევა ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში. შესაბამისად, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით წარდგება მთავრობა საქართველოს პარლამენტში. მანამდე, ბუნებრივია, გვექნება ინტენსიური კონსულტაციები, ერთი მხრივ, პარლამენტსა და მთავრობას შორის, ასევე, პოლიტსაბჭოს ფორმატში და ბუნებრივია, ამ კონსულტაციების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პრემიერმინისტის პრეროგატივაა. „ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ამაზე კომენტარის გაკეთება. ეს არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე წარმოადგენს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, შესაბამისად, მას უნდა დაუსვათ კითხვები მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია