დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ლიტვის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ესტუმრა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/28 11:00:03
საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით , საქართველოს ლიტვის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მანტას იაკიმავიჩუსი, სამუშაო ვიზიტით ესტუმრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლიტველი მრჩეველის ვიზიტი მნიშვნელოვანია სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის, ევროკავშირის ექსპერტთა მისიების მომზადებისა რეკომენდაციების მიღების თვალსაზრისით.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მანტას იაკიმავიჩუსს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა, რომელმაც ექსპერტს გააცნო VLAP-ის იმპლემენტაციის კუთხით არსებული მდგომარეობა და საქართველოს მთავრობის მოლოდინები.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველო–ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ჩართულ სხვა უწყებებთან, კერძოდ, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 987
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია