დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტი ახალი რეგლამენტის მიღებას, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს
ავტორი:
2017/ნოემბერი/24 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/parlamenti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464774-parlamenti-akhali-reglamentis-mighebas-savaraudod-sagazafkhulo-sesiaze-gegmavs.html", "headline": "პარლამენტი ახალი რეგლამენტის მიღებას, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს", "datePublished": "2017-11-24 12:10:09", "dateModified": "2017-11-24 12:10:09", "description": "პარლამენტი, ახალი რეგლამენტის მიღებას, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს. ამის შესახებ პარლამე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/parlamenti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტი, ახალი რეგლამენტის მიღებას, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე -სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომელიც ინსტიტუციონალური გაძლიერებისა და საპარლამენტო პროცედურების საკითხებში მრჩევლის სერ ევან პოლ სილქის ვიზიტის ფარგლებში რეგლამენტის სისტემური გადასინჯვის საკითხებზე გამართულ შეხვედრას ესწრება.

"ერთი მხრივ, საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც მნიშვნელოვანად ცვლის და აძლიერებს პარლამენტის როლს და მეორე მხრივ, იმ კონკრეტული გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც პარლამენტი ყოველდღიურ საქმიანობაში დგება, აუცილებელია რეგლამენტის გადასინჯვა ან ახალი რეგლამენტის მიღება, რომელიც უპასუხებს ყველა ამ სირთულეს და პარლამენტის როლს უფრო გააძლიერებს, როგორც საკანონმდებლო პროცესში, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების კუთხით, ასევე მეტი აქტიურობის, ჩართულობის და გამჭვირვალობის კუთხით, ვიდრე ეს არის დღეს. რეგლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რადგან კონსტიტუციასთან ერთად, ფაქტობრივად, მთავარი კანონია, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა არის პარლამენტის უფლებამოსილება, როგორ მუშაობა პარლამენტი, როგორ მიმდინარეობს საქმიანობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დღეს არის აქტიურ ფაზაში. ჩვენ ამ პროცესში აქტიურად გვეხმარებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და მათთან ერთად ვაპირებთ, რომ ძალიან კარგი ახალი ცვლილებები შევიტანოთ პარლამეტის საქმიანობაში", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, იმდენად მასშტაბურია ცვლილებების არსი, რომ საჭირო გახდება ახალი რეგლამენტის მიღება, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე.

"პარლამენტს ბევრი კუთხით სჭირდება გაძლიერება, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საპარლამენტო სტრუქტურა. საგამოძიებო კომისიების შექმნის თემა იცვლება ახალი კონსტიტუციით და რეგლამენტშიც სჭირდება შესაბამისი რეგულაციები. ზედამხედველობის საქმიანობის ნაწილში, ვფიქრობთ, რომ რეგლამენტში სერიოზული ცვლილებებია შესატანი. ასევე, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ციკლი, რადგან დღეს არის ძალიან დაჩქარებული პროცესი, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ხარისხის ხარჯზე და საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხი ზარალდება იმით, რომ ძალიან სწრაფად მიდის კანონების განხილვის პროცესი. ასევე არის ბევრი საკითხი, რაზეც უსასრულოდ შემიძლია ჩამონათვალის გაგრძელება, თუ რა ტიპის ხარვეზებს ვხედავთ და რომლებს უნდა უპასუხოს ახალმა რეგლამენტმა", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია