დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად საგანგებო შტაბი შეიქმნა
ავტორი:
2013/დეკემბერი/16 13:30:03
ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საგანგებო შტაბი შეიქმნა , რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ განუცხადა, დღეს გაიმართება საგანგებო შტაბის პირველი შეხვედრა. შტაბის წევრები უზრუნველყოფენ, ფერმერებმა ციტრუსის რეალიზაცია დროულად მოახდინონ. შტაბის შემადგენლობაში ასევე შედიან ფინანსთა, შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები, აჭარის მთავრობისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
შალვა ფიფიას თქმით, 25 წელია, ასეთი ტიპის უამინდობა, შტორმი, თოვლი და ყინვა აჭარასა და გურიაში არ ყოფილა, რამაც ციტრუსთან დაკავშირებით პრობლემები გამოიწვია.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქვეყნიდან 23 ათასი ტონა ციტრუსია ექსპორტირებული. როგორც შალვა ფიფიამ განმარტა, სტიქიის გამო, ხუთი დღის განმავლობაში რეიდზე მდგარი გემები და ბორანი პორტში შემოსვლას ვერ ახერხებდა. მინისტრის განცხადებით, 13 დეკემბერს, პორტში პირველი ბორანი შემოვიდა, რომელზეც დაახლოებით 2 ათასი ტონა ციტრუსი დაიტვირთა. მეორე დღეს კი მინისტრი პირადად დაესწრო ბორნის დატვირთვას. დღეის მდგომარეობით, 23 ათასი ტონა ციტრუსია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ მეტია.
როგორც შალვა ფიფიამ აღნიშნა, მოხდა უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება, და სახელმწიფომ უპრეცედენტო რაოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო ციტრუსის სუბსიდირებისთვის. კერძოდ, სახელმწიფო 13მლნ 800 ათას ლარს დახარჯავს, როგორც სტანდარტულ, ასევე არასტანდარტულ მანდარინში. მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ფუნქციონირებს მანდარინის ჩამბარებელი 36 პავილიონი, ქობულეთის გადამამუშავებელი ქარხანა მოსახლეობისგან 2-ჯერ მეტ არასტანდარტულ მანდარინს ჩაიბარებს. ასევე მოხსნილია ყუთებთან დაკავშირებული პრობლემა, როგორც შალვა ფიფიამ აღნიშნა, ექსპორტისათვის ყველა ტიპის თანამედროვე ევროსტანდარტების ყუთი იწარმოება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია