დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დავით პატარაია დაინიშნა
ავტორი:
2013/დეკემბერი/13 13:00:02
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დავით პატარაია იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატარაიამ განუცხადა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად იგი ოფიციალურად უკვე დაინიშნა. დავით პატარაია დღეს პარლამენტში პირველად გამოჩნდა.
პატარაია 1988-1993 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ხოლო 1993 წლის შემდეგ განათლება მიიღო ჯერ ნიურნბერგის, შემდეგ კი ზაარლანდის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. 2002 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
1990 წელს იგი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობდა, 1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1993 წელს საქართველოს პარლამენტის წამყვანი ექსპერტი, 1996-1999 წლებში იყო საადვოკატო ბიურო მიგრიაული და პატარაიას პარტნიორი, 1999 წელს დააფუძნა საადვოკატო ბიურო პატარაია და პარტნიორები სპს (დღეს - საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი სპს), 1997-2000 წლებში იყო რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი.
2000-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კომისიის წევრის თანამდებობაზე. კითხულობდა და დღესაც კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, შემდეგ კი იურიდიულ ფაკულტეტებზე.
არის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი: ევროპული სამართლისა და ადამიანების უფლებების საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის საბჭოს, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.
ამასთან,  დავით პატარაია, მისივე იფორმაციით,  რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ნინო ბუჯანაძის პარტიაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1314
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია